უკრაინის ქალაქებზე რუსული თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

17 ოქტ 2026, 15:39

0
გაზიარება:


უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის დილის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა.

მაშველები ადგილობრივებს დაზიანებული შენობიდან გამოსვლაში დაეხმარნენ. 

ერთი დაიღუპა და 22-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი ხერსონში. დაღუპული სასწრაფო დახმარების მძღოლია.

უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში შანკომ განაცხადა, რომ რუსული მართვადი ბომბებით 11 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, რომელთაგან ორი ნაწილობრივ განადგურდა.