17 ოქტ 2026
ორშაბათიდან დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარია. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ.
დევნილთა სააგენტო დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს და განაცხადებში წარდგენილ ინფორმაციას გადაამოწმებს.