მიხეილ სარჯველაძე "ემორის უნივერსიტეტის" პროფესორებს შეხვდა

17 ოქტ 2026

ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის "ემორის უნივერსიტეტის" პროფესორებს შეხვდა, რომელთან ერთადაც უწყება ტუბერკულოზის მართვის ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.  

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მინისტრმა პარტნიორებს ამ მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო. 

შეხვედრაზე ახალი საგრანტო პროექტიც განიხილეს, რომელიც მოიცავს 5 წლის განმავლობაში, ქართველი მედიკოსების გადამზადებასა და ტრენინგებს ტუბერკულოზის მართვის საჭირო კვლევების მიმართულებით.