17 ოქტ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. ზურაბ პატარაძემ მათ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათთვის ღირსეული პირობების შექმნა და ამ მიმართულებით სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერა ხელისუფლების პრიორიტეტია.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ვეტერანებისა და სტუდენტების მონაწილეობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები. აჭარაში 4 000-ზე მეტი ვეტერანია რეგისტრირებული.