17 ოქტ 2026
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა და კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების მგეზავი ლუკა მატკავა.
„ოიონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალანს რომანი“ მიიღო და 51:25 დაამარცხა, მასპინძლეთა 51 ქულიდან 26 მატკავას ანგარიშზეა – ქართველმა ლეგიონერმა ერთი ლელო დადო, ამ სეზონში მეოთხე, 6 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა, ამას გარდა პირველი ლელო მის სწრაფ გარღვევას და სალელოვე გადაცემას მოჰყვა.
შვიდ ტურში მატკავას ანგარიშზე უკვე 106 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის PRO D2-ის მიმდინარე სეზონში პირველი მორაგბე გახდა, ვინც 100-ქულიანი ნიშნული გადალახა. მატკავას გარდა, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ვანო კარკაძე და ვასილ ლობჟანიძე, რომლებიც შეცვალეს.
„ანგულემის“ შემადგენლობაში თავი გამოიჩინა გელა აფრასიძემ, რომელმაც ამ სეზონში პირველი ლელო მიითვალა, მისმა გუნდმა კი „ბიარიცთან ფრედ 27:27 ითამაშა.