გიორგი კვერნაძის "ფროზინონემ" "სასუოლო“ 4:2 დაამარცხა

17 ოქტ 2026

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში "ფროზინონემ" "სასუოლოს" უმასპინძლა, რომელიც 4:2 დაამარცხა. გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 74 წუთი ითამაშა.

„ფროზინონე“ მეცხრე წუთზე ჯაკომო კალოს გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე დომენიკო ბერარდიმ უპასუხა. თუმცა, ეს თამაში ანტონიო რაიმონდოს ბენეფისი იყო - იტალიელმა ფორვარდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და 7 გოლით ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. გოლი კვერნაძემაც გაიტანა, მე-17 წუთზე, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო, გოლი გაუქმდა.

გიორგი კვერნაძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, იტალიის თასის ერთ თამაშში ორი გოლით და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.