17 ოქტ 2026
NBA-ს წინასასეზონო მატჩების სერია, სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ დაასრულა. კალიფორნიელებმა „დენვერ ნაგეტსს“ უმასპინძლეს და 106:121 დამარცხდნენ. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი„მაიამი ჰიტს“ 136:115 მოუგო. მამუკელაშვილი „დენვერთან“ სათადარიგო იყო, 21 წუთი ითამაშა. მისი სტატისტიკა კი ასეთია: 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება.
"ორლანდოს" მთავარმა მწვრთნელმა გოგა ბითაძეს მხოლოდ 5 წუთი გამოუყო, რა დროშიც ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 3 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოასწრო.
"მეჯიქი“ NBA-ს ახალ სეზონს 22 ოქტომბერს "ატლანტასთან“ საშინაო მატჩით გახსნის. ხოლო „ლეიკერსი“ ამავე დღეს „გოლდენ სტეიტს“ უმასპინძლებს.