ბაია კვიციანმა, ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა

17 ოქტ 2026

განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ნაძალადევის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები.

მინისტრის მოადგილემ პედაგოგების მრავალწლიან თავდაუზოგავ შრომასა და პროფესიისადმი ერთგულებაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.