პარლამენტის წევრებმა ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

17 ოქტ 2026

საქართველოს პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს.

დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონის სხვადასხვა საჯარო სკოლიდან შერჩეულ პედაგოგებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და დიდუბე-ჩუღურეთის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.