დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება

17 ოქტ 2026

დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში აქტუალურ თემებს, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იქნება რიგითი სამუშაო შეხვედრა და არანაირი განსაკუთრებული სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი. დადასტურებულია, რომ სხდომას "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. 

მედიისთვის კი განცხადებები შეკრების დასრულების შემდეგ გაკეთდება.