დღეს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება

17 ოქტ 2026

დღეს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. 

პრეზიდენტის თქმით, ეროვნულ მეხსიერებაში საპატიო ადგილი უკავიათ გმირებს, რომელთაც ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე გაიღეს საქართველოს თავისუფლებისთვის. 

ვეტერანებს ვეტერანის დღეს მიულოცა პრემიერ-მინისტრმა.  მთავრობის მეთაურის თქმით, ვეტერანების გმირობის მაგალითებით მკვიდრდება ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებები, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტული სულისკვეთება. 

ქვეყნის პირველი კანონმდებლის განცხადებით კი ახალგაზრდა თაობამ ვეტერანებისგან უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო თავისთავად არ არსებობს. მას ქმნიან და იცავენ ადამიანები. ადამიანები, რომლებიც საჭირო დროს არჩევანს აკეთებენ არა საკუთარი თავის, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ.