16 ოქტ 2026
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, ყვითელი ჟილეტის მოძრაობის წევრები და მსხვილი პროფკავშირები მასშტაბური საყოველთაო პროტესტისთვის, ხოლო მთავრობა შესაძლო არეულობებისა და შეტაკებებისთვის ემზადება.
სექტემბერში საშუალო სკოლის მოსწავლეების მიერ მასწავლებლების დეფიციტისა და განათლების დაფინანსების შემცირების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები ფართო სოციალურ მოძრაობაში გადაიზარდა.
პოლიციის მხრიდან უხეში ქმედებების გამო, მოსწავლეებს ზრდასრულებიც შეუერთდნენ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის აქტივისტებმა 17 ოქტომბერი ცხოვრების, საწვავისა და საკვების ფასების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ მობილიზაციის დღედ გამოაცხადეს.
ხელისუფლება ქუჩებში ასობით ათასი ადამიანის გამოსვლას ვარაუდობს.