16 ოქტ 2026
"საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა" - ეს იყო მთავარი სათქმელი, რომელიც ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა იტალიაში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ლიდერებს გაუზიარა.
შალვა პაპუაშვილი ევროპელ კოლეგებს ამჯერად საერთაშორისო ტრიბუნიდან ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების რეპუტაცია და მათი მიუკერძოებლობა.
კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა და გაიხსენა საქართველოში 2 წლის წინ ჩატარებული არჩევნები და PACE-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.