ახალი ტურისტული ობიექტი კახეთში - ყვარელში სასტუმრო "ასკანელი რეზორტი" გაიხსნა

16 ოქტ 2026

ახალი ტურისტული ობიექტი კახეთში. ყვარელში სასტუმრო "ასკანელი რეზორტი" გაიხსნა. 

ეს არის თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც სასტუმრო ნომრებთან ერთად სპა კომპლექსს, კახურ ეზოსა და გასტრონომიულ სივრცეებს აერთიანებს.

პროექტი, სასტუმრო ოპერატორ "ვინდჰემის", სტანდარტებითა და პარტნიორობით განხორციელდა. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პრეზენტაციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასტუმრო კომპლექსი "ასკანელი რეზორტი" კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს.