ერევანში ათობით ქვეყნის ლიდერი საერთაშორისო კონფერენციამ გააერთიანა - სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი

16 ოქტ 2026

"ლიდერები ბუნების დასაცავად"-  ერევანში ათობით ქვეყნის ლიდერი საერთაშორისო კონფერენციამ გააერთიანა. სამიტზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვით საკითხებზე და ამ კონტექსტში ისაუბრა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პრიორიტეტებზე, თუ რა ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების კუთხით.

ირაკლი კობახიძემ ლიდერთა სამიტზე დაადასტურა მზაობა, რომ განმტკიცდეს ერთობლივი ძალისხმევა ბუნების დაცვის მიმართულებით.