16 ოქტ 2026
"ვარდისფერი ოქტომბრის" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თბილისში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაში 35 ქალმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის ხაზგასმა და პრევენციული გამოკვლევების აუცილებლობის შესახებ ქალთა ინფორმირებულობის გაზრდა იყო.
საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქალებმა ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაიტარეს.