განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

16 ოქტ 2026

განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, კაჭრეთში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა. 

სხდომაზე პროფესიული განათლების სფეროში არსებული საჭიროებები, გამოწვევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

იმსჯელეს 2026 წლის საშემოდგომო მიღების შედეგებზე, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასა და სახელფასო პოლიტიკაზე.