16 ოქტ 2026
შუახევში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აღინიშნება. მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები და სტუმრები კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ.
მოეწყო ეთნოგრაფიული და დეკორატიული კუთხეები, წარმოდგენილია ტრადიციული კერძები, სამუზეუმო ექსპონატები და შუახევის ამსახველი ფოტოგამოფენა.
პარალელურად მიმდინარეობს სპორტული აქტივობები ქართულ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში. შეჯიბრებების დასრულების შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდებიან დადაჯილდოვდებიან.
დღესასწაულის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში საპატიო შუახეველები უკვე დააჯილდოვეს.
საღამოს სტუმრების წინაშე მოწვეული ჯგუფი „ურსა“ წარდგება, მუსიკალურ პროგრამას კი DJ ლუი ჯი გააგრძელებს.