რომში, წმინდა აგათას ბაზილიკაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის სოლო კონცერტი გაიმართა

16 ოქტ 2026

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელის სოლო კონცერტი გაიმართა რომში, წმინდა აგათას ბაზილიკაში. საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიება პატრიარქის საგალობლით - „ალილუიათი“ გაიხსნა.

შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები. პარალელურად  ფოტო გამოფენაც მოეწყო.

კონცერტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით გაიმართა. 

უწმინდესისადმი მიძღვნილ საღამოს  იტალიაში აკრედიტებული 30 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.