ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით

16 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვამდე, შაბათს 17 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა ქართული ოცნების გორგასლის ოფისში.

განსახილველი თემები ყველა აქტუალური საკითხი, მათ შორის ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებია. მმართველ პარტიაში უკვე დაადასტურეს, რომ სხდომას დაესწრება ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სხდომის დასრულების შემდეგ განიხილება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე პოლიტსაბჭოს შეხვედრები.

"ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, აქ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი, რაიმე სიურპრიზი, განიხილება მიმდინარე საკითხები, რა თქმა უნდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით." - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ, ხვალ  14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.