პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო

16 ოქტ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო.
 
კონფერენცია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნეს.