ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრები გამართა

16 ოქტ 2026

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან შეხვედრებს გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, Bank of America-ს (BOFA) მიერ ორგანიზებულ Small Talk სიმპოზიუმის ფარგლებში დაინტერესებულ საინვესტიციო ბანკებს და აქტივების მმართველებს წარედგინათ საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მიმოხილვა და საშუალოვადიანი გეგმები.

„საუბარი შეეხო საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ/ფისკალურ პარამეტრებსა და საშუალოვადიან პროგნოზებს, საერთაშორისო და განვითარებად ფინანსურ ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობასა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს.

ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ICBC-სა და Nomura-ს ხელმძღვანელ პირებთან და ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის აზიური კაპიტალის ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ათვისების შესაძლებლობაზე.

აღინიშნა, რომ J.P. Morgan-ის ახალ GBI-EM Edge-ის ინდექსში, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე წლის სექტემბერში შევიდა ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები, ინვესტორთა ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომელიც საქართველომ ადგილობრივ და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე დაფინანსების წყაროებისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით განახორციელა.

შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროს მხრიდან დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე“, – ნათქვამია უწყების ინფორმციაში.