26 ოქტომბერს, ხულოში ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება

16 ოქტ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა და „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

კამპანიის ფარგლებში, 26 ოქტომბერს, ხულოში ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება. წელს ქალებს გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა უშუალოდ მუნიციპალიტეტში, ადგილზე ექნებათ.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, საბჭო საინფორმაციო შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვას, ასევე საგანმანათლებლო მასალების გავრცელებას გეგმავს.