16 ოქტ 2026
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელ კრისტოფ შპეტთან შეხვედრა გამართა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი თეიმურაზ ლომთაძე და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს დელეგაციის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს წარმომადგენლობას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.