16 ოქტ 2026
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციის მეორე დღე საქართველოს პარლამენტის დელეგაციისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრებით გაგრძელდა.
დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც კოლეგებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს პარლამენტის ხედვას გააცნობს.
დელეგაციის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ იტალიის, ისრაელისა და კვიპროსის პარლამენტების თავმჯდომარეებს.