16 ოქტ 2026
აჭარის ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, შოთა ყიფიანმა, გადაცემა „ახალ დილაში“ ვეტერანების დაფასებისა და ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვეტერანი ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე დამსახურებული ადამიანია, რომელსაც საზოგადოებამ სათანადო პატივი უნდა მიაგოს.
„ვეტერანი უნდა იყოს დაფასებული, პირველ რიგში. ვეტერანი გვავალდებულებს ქვეყნის სიმშვიდისთვის. ვეტერანი პატრიოტიზმია, ერთ-ერთი დიდი პატრიოტი. ვეტერანი ჩემთვის არის დაფასებული ადამიანი და ქვეყანას ბევრი გმირი ჰყავს, ცოცხალი გმირებიც ჰყავს. ახალმა, მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, ვინ არის ვეტერანი, ვინ არის ქვეყნის მსახური და ქვეყნის მცველი. ეს უნივერსიტეტებსა და სკოლებში აუცილებლად ფართოდ უნდა იყოს წარმოდგენილი“, - აღნიშნა შოთა ყიფიანმა.
17 ოქტომბერს ვეტერანების დღე აღინიშნება.