ძლიერი წვიმა და წყალდიდობა სტამბოლში - სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა, მოსახლეობას გარეთ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გასვლისკენ მოუწოდებენ

15 ოქტ 2026

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო სტამბოლში ცხოვრება პარალიზებულია. დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.  

სტიქიის გამო სკოლებში შეწყდა სასწავლო პროცესი, მოსახლეობას კი სახლში დარჩენისა და გარეთ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გასვლისკენ მოუწოდებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაშველებმა ქალაქის მასშტაბით წყალდიდობის ზონაში ჩარჩენილი 2 ათას  700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.

სტამბოლის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ზოგიერთ ნაწილში 1985 წლის შემდეგ ყველაზე უხვი  ნალექი მოვიდა. სინოპტიკოსები ძლიერ წვიმას და წყალდიდობას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.