პროექტის "ბავშვები მწერალთა სახლში" ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერლებს შეხვდნენ

15 ოქტ 2026

პროექტის "ბავშვები მწერალთა სახლში" ფარგლებში, მაღალმთიანი აჭარის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერლებს შეხვდნენ.

ბავშვებმა შეხვედრისთვის ლიტერატურული პროგრამა მოამზადეს და სტუმრებს წარუდგინეს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მწერლებთან უშუალო ურთიერთობა დაემყარებინათ, ესაუბრათ ლიტერატურაზე და საკუთარი შემოქმედებითი ინტერესები გაეზიარებინათ.

პროექტის ფარგლებში, მწერალთა სახლში მოსწავლეებთან მსგავსი შეხვედრები პერიოდულად იმართება. პროექტი მიზნად ისახავს ბავშვებში წიგნიერების ხელშეწყობასა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებას.