ვატიკანში ქართული საგალობლები გაიჟღერებს - წმინდა აგათას ბაზილიკაში დაგეგმილი საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება

15 ოქტ 2026

დღეს, ვატიკანში ქართული საგალობლები გაიჟღერებს. წმინდა აგათას ბაზილიკაში დაგეგმილი საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება. ამ განსაკუთრებული თარიღისთვის  ემზადება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა, რომელსაც გუშინ გენერალური რეპეტიცია ჰქონდა.

ღონისძიება აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის კულტურის სამინისტროსა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს თანამშრომლობით იმართება. 

დღეს ასევე მოეწყობა ფოტო გამოფენა, რომელიც ასახავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შეხვედრებს რომის პაპებთან - საქართველოში მათი ვიზიტების დროს. დღევანდელ საღამოს 30 ქვეყნის აკრედიტებული ელჩი დაესწრება.