15 ოქტ 2026
ქართული ეკლესია რომის შუაგულში, სადაც კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას, ქართველი ემიგრანტები მართლმადიდებლური წირვა-ლოცვისთვის იკრიბებიან.
უკვე ათი წელია, ვია დელა მადონა დეი მონტის 39 ნომერში მდებარე ტაძარი, საქართველოდან ათასობით კილომეტრით დაშორებული ქართველებისთვის ერთადერთი თავშეყრის ადგილია.
კონცერტამდე ბათუმის კაპელა ხუთშაბათის პარაკლისს დაესწრო და უწმინდესის საგალობელი შეასრულა, რაც შეკრებილი მრევლისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა.