თბილისის საკრებულოში ბათუმის საკრებულოს წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა

15 ოქტ 2026

თბილისის საკრებულოში  ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა საკრებულოების ერთობლივი ინიციატივით. ბათუმის საკრებულოს წევრები დედაქალაქში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. 

თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები თინათინ ნიბლოშვილი და ლევან ჯაფარიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე და ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე;  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ცხოიძე და ლევან დავითაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით მახარაძე, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ნანა დევაძე. 

თინათინ ნიბლოშვილი ბათუმიდან ჩამოსულ კოლეგებს მიესალმა, საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ბათუმის საკრებულოსთან მომავალში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 

როგორც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე  განაცხადა, ბათუმი ურბანულად სწრაფად ვითარდება და თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბური პროგრამების და მუნიციპალურის სტრუქტურების მუშაობის გაცნობა და გაზიარება ბათუმის საკრებულოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სამუშაო ფორმატში განიხილეს ორივე ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანის მუშაობის სპეციფიკა. თბილისის საკრებულოს წევრებმა კოლეგებს კომისიების და მაჟორიტარი წევრების საქმიანობის, ფუნქცია-მოვალეობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ითქვა ისიც, რომ ბათუმის საკრებულოს წევრები თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომას და  კომისიების სხდომებსაც დაესწრებიან. 

შეხვედრის შემდეგ ბათუმელმა სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.