„დროულად გადადგმული ნაბიჯი სიცოცხლისთვის“ - 16 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთობლივი კამპანია გაიმართება

15 ოქტ 2026

„დროულად გადადგმული ნაბიჯი სიცოცხლისთვის“ - 16 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ერთობლივი კამპანია გაიმართება.

ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის 40+ ასაკის ქალებს უფასო სკრინინგი ჩაუტარდებათ. მსურველები უნდა მობრძანდნენ, მაუწყებლის ახალ მისამართზე ტბელ აბუსერიძის #5 ნომერში, ადგილზე სპეციალურად კამპანიის ფარგლებში, 9:00-დან 18:00 საათამდე, განთავსებული იქნება მამომობილი.

გამოკვლევა ჩატარდება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ.