15 ოქტ 2026
მეცნიერების რეგიონული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა თელავში, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი მონაწილეობდა.
გივი მიქანაძე ღია სივრცეში მოწყობილ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების გამოფენას გაეცნო, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტმა, კოლეჯმა, სკოლებმა და სამეცნიერო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს.
ფესტივალის ფარგლებში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დაჯილდოვდნენ.