15 ოქტ 2026
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში სასწავლო ვიზიტით მყოფ საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლებს შეხვდა.
პედაგოგებმა მინისტრს ვიზიტის შედეგები და მიღებული გამოცდილება გააცნეს. აჭარის საჯარო სკოლების 10 მასწავლებელი პოლონეთში 4-დან 11 ოქტომბრამდე იმყოფებოდა.
სასწავლო ვიზიტი აჭარის მთავრობასა და ქვემო სილეზიის ოლქის მარშალის ოფისს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში ქართველმა პედაგოგებმა ქვემო სილეზიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი დაათვალიერეს, მის ადმინისტრაციას შეხვდნენ და ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და რეგიონებს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებაა.
სასწავლო ვიზიტის შესაძლებლობით ჯამში 30-მა პედაგოგმა ისარგებლა.