15 ოქტ 2026
17 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "ქართულ ოცნების" უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
დეპუტატის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ, მათ შორის, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხს.