საქართველოს პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის კონკურსის გამარჯვებულია

15 ოქტ 2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის 2026 წლის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

დაჯილდოების ცერემონია საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გაიმართა.

„მზისკარი“ ოჯახური გასტრონომიული მასპინძლობის ქსელია, რომლის მიზანია რეგიონული იდენტობის გაძლიერება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ტურისტული შეთავაზებების გამრავალფეროვნება.