საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო აბუ-დაბიში გამართულ საერთშორისო კონფერენციაში

15 ოქტ 2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აბუ-დაბიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური ტენდენციები და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია კავკასიის დაკავშირებადობის საკითხზე.

ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში, ასევე კავკასიის რეგიონის მზარდ მნიშვნელობას გლობალური მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციისა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარების თვალსაზრისით.

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაშიც, რომლის თემა იყო „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა“.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.