15 ოქტ 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტი იტალიაში დაიწყო. ის 50-მდე ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან ერთად სამ ძირითად საკითხზე იმსჯელებს: დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ხელოვნურ ინტელექტსა და საერთაშორისო დღის წესრიგში პარლამენტების როლზე.
დისკუსიების პარალელურად, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებსაც გამართავს. როგორც ცნობილია, ის შეხვედრებს საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმდინარე კამპანიის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და ამ საკითხზე საკუთარი პოზიციის გასაცნობადაც გამოიყენებს.