ნიდერლანდები ევროპელ ლიდერებს უკრაინის უფრო მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

15 ოქტ 2026

ევროპელმა ლიდერებმა უკრაინის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთონ. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა რობ იეტენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ განაცხადა.

„მოვუწოდებ ყველა ევროპელ ლიდერს, გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა - იქნება ეს ფინანსური, სამხედრო თუ სხვა სახის დახმარება, რადგან ევროპის ბევრი ქვეყანა ამ პროცესში აქტიურად არ მონაწილეობს“, - განუცხადა იეტენმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.