შავ ზღვაში ორ ქიმიურ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა - დაკარგულია ეკიპაჟის რვა წევრი

15 ოქტ 2026

შავ ზღვაში, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში, ორ ქიმიურ ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. რუმინელი ოფიციალური პირების განცხადებით, მაშველები ეკიპაჟის რვა წევრს ეძებენ, რომლებიც ინციდენტის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. შემთხვევას წინ უძღოდა რუსეთის დრონების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.

რუმინეთი გემებზე გაჩენილ ხანძრებს რუსულ დრონებს პირდაპირ არ უკავშირებს. თუმცა, აღნიშნული ინციდენტები მოჰყვა დრონებით თავდასხმებს კიდევ ხუთ სატვირთო გემზე, რომლებიც ბოლო 10 დღის განმავლობაში რუმინეთისა და მისი მეზობელი ნატოს წევრი ქვეყნის, ბულგარეთის, სანაპიროებთან იმყოფებოდნენ.