პაკისტანში სკოლის სახურავის ჩამონგრევას 28 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 27 მოსწავლეა

15 ოქტ 2026, 14:45

0
გაზიარება:

პაკისტანის ქალაქ პეშავარში სკოლის სახურავის ჩამონგრევას 27 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა. დაღუპულ მოსწავლეთა უმეტესობა 13 წლამდე ასაკის იყო.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, შენობის ზედა სართულის სახურავი ქვედა სართულის გადახურვას დაეცა, რის შედეგადაც კონსტრუქცია ჩამოინგრა და ნანგრევები საკლასო ოთახებში მყოფ მოსწავლეებს დაეცა.