„ბათუმი“ ფიბა-ევროპის თასის მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა

15 ოქტ 2026

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „ბათუმმა“ ფიბა-ევროპის თასზე მეორე მატჩი გამართა. ზღვისპირელებმა თბილისში ჩეხურ „ოპავას“ უმასპინძლეს და ანგარიშით 62:102 დამარცხდნენ.

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდში ყველაზე შედეგიანი გიორგი ოჩხიკიძე იყო, რომელმაც 16 ქულა მოაგროვა. მუგანდამ შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. „ოპავას“ შემადგენლობაში კი 20 ქულით საუკეთესო სვანდრლიკი იყო.

ფიბა-ევროპის თასზე მომდევნო მატჩს „ბათუმი“ 21 ოქტომბერს ბერძნული „პრომითეასის“ წინააღმდეგ გამართავს.