„პარი სენ-ჟერმენმა“ მანჩესტერი სიტი დაამარცხა

15 ოქტ 2026

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურში „მანჩესტერ სიტი“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ასპროცენტიანი შედეგით ლიდერთა შორისაა.

პირველ ტაიმში პარიზელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს - თავი დუემ, დემბელემ და ვიტინიამ გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში ერლინგ ჰოლანდმა სხვაობა შეამცირა, თუმცა აკლიუშმა „პარი სენ-ჟერმენის“ უპირატესობა კვლავ გაზარდა. მოგვიანებით ჰოლანდმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში - 4:2 დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელია ლუის ენრიკემ მოედანზე 65-ე წუთზე შეიყვანა. ქართველ ფეხბურთელს გოლის გატანის ერთი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მომდევნო ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.