15 ოქტ 2026
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ქართველმა მთამსვლელმა ლევან მოსაშვილმა კიდევ ერთი პროექტი განახორციელა. მან ახალგაზრდა, დამწყები მთამსვლელების 16-კაციან ჯგუფთან ერთად ორდღიანი ექსპედიცია მოაწყო.
ექსპედიციის პირველ დღეს ჯგუფის ყველა წევრი თიკანაძის მწვერვალზე ავიდა, მეორე დღეს კი თიკანაძე-თაყაიშვილის ტრავერსი გაიარა.
შეგახსენებთ, რომ ლევან მოსაშვილი ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველი ქართველი მთამსვლელია, რომელმაც უშბაზე სოლო ასვლა განახორციელა.