ალბანეთში სტუდენტების პროტესტი პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის წინააღმდეგ ყველაზე ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა

15 ოქტ 2026

ალბანეთში სტუდენტების საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის წინააღმდეგ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომიტინგეებმა ალბანეთის იუსტიციის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტუდენტური გამოსვლების ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი უნივერსიტეტებში არსებული პირობების, უმაღლესი განათლების მიღების მაღალი ხარჯების, სწავლის დასრულების შემდეგ ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობისა და დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობების გამო დაიწყო.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას, რომელიც თანამდებობას მეოთხე ვადით იკავებს, და მისი მთავრობის წევრებს კორუფციაშიც ადანაშაულებენ.

ზაფხულში დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი თავდაპირველად ალბანეთის სამხრეთ სანაპიროზე მდიდრული კურორტის მშენებლობის ინიციატივას უკავშირდებოდა. პროექტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, უკავშირდება.