15 ოქტ 2026
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ვარაუდობს, რომ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, ხოლო სენატში გამარჯვების „ძალიან კარგი შანსი“ აქვთ.
ჰარისი 2026 წლის აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ დემოკრატი კანდიდატების მხარდასაჭერად კამპანიაში მონაწილეობს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ 2028 წელს კვლავ იბრძოლოს აშშ-ის პრეზიდენტობისთვის.
კითხვაზე, აპირებს თუ არა 2028 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჰარისმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ჯერ კიდევ ფიქრობს და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.