15 ოქტ 2026
საფრანგეთი უკრაინის დაფინანსებას ვეღარ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელიც „სახიფათოა“ - განაცხადა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა და საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო კანდიდატმა მარინ ლე პენმა.
ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა სტრატეგია უნდა გადახედოს და მეტი ყურადღება დაუთმოს სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკურ ზრდასა და ინოვაციებს.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, მარინ ლე პენი მომავალ წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სახელდება.