15 ოქტ 2026
მომდევნო ერთი კვირა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ბუნების დაცვის სფეროში მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. უფრო კონკრეტულად კი მსოფლიო საზედამხედველო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელიც საქართველოში 30-მდე საერთაშორისო ექსპერტსა და კომისიის წევრს აერთიანებს.
ღონისძიება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, დაცული ტერიტორიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებს გააცნოს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მართვის არსებული პრაქტიკა და წარმოაჩინოს სახელმწიფო უწყებების ხედვები დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებით.