15 ოქტ 2026
თბილისში №113 და №116 საჯარო სკოლების ნაცვლად ახალი შენობები აშენდება. №113 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია. მომდევნო კვირას გამოცხადდება ბაზრის კვლევა 200 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლის პროექტირებისა და მშენებლობის ტენდერის მოსამზადებლად.
რაც შეეხება №116 საჯარო სკოლას, დაგეგმილია უფრო დიდი ტევადობის ახალი შენობის აშენება. პროექტის პირველი ეტაპი საპროექტო დავალების მომზადებაა.
ორივე სკოლის მშენებლობისთვის 23 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.