15 ოქტ 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ჰორიზონტები 2026“ მიმდინარეობს. რიგით მეორე კონფერენცია სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდული სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.
სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მომხსენებელი თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობს. კონფერენციის მიზანია საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული დიალოგის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
„ახალი ჰორიზონტების“ იდეა გაერთიანებულ სამეფოში, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მოგვიანებით საერთაშორისო ინიციატივად განვითარდა.
ღონისძიება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.